ჩვენს შესახებ
უკვე წლებია, შპს ფრანგული სტომატოლოგიური მასალები ახორციელებს საქართველოში მაღალხარისხიანი ფრანგული წარმოების სტომატოლოგიური მასალების იმპორტს. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგი მწარმოებლის, ITENA-ს ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში. ITENA 15 წელია სთავაზობს სტომატოლოგებს ინოვაციური და ხარისხიანი სტომატოლოგიური პროდუქციის სრულ სპექტრს.
დღესდღეობით, ITENA-ს მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე დისტრიბუტორი კომპანია ჰყავს. შპს ფრანგული სტომატოლოგიური მასალები სრულად იზიარებს პარტნიორი ფრანგული კომპანიის, ITENA-ს ღირებულებებს. ინოვაცია, ამბიცია და პრევენცია არის სამი ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებებს და გვეხმარება ხვალინდელი დღის მოთხოვნების წინასწარ განსაზღვრაში. დღესდღეობით, "ფრანგული სტომატოლოგიური მასალები" საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო, ადჰეზიური და ესთეტიკური სტომატოლოგიის მასალებს!